Thursday, December 18, 2008

,,ცისფერი შუქი მარადისობის"

1. პროექტის სახელი: ,,ცისფერი შუქი მარადისობის" 2. პროექტის მოკლე აღწერა:ტერენტი გრანელის ცხოვრებისეული დეტალებისა და შემოქმედებითი პროდუქტის წარმოჩენა. 3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან მარტოსული პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს. შეისწავლიან მის შემოქმედებას, შეიცნობენ მისი სევდიანი სულის მუსიკას, გააკეთებენ ფოტო- ალბომს, ელ ჟურნალს. შეუძლიათ მოაწყონ გამოფენა, ესტუმრონ დიდუბის პანთეონს, სადაც განისვენებს ტერენტი გრანელი. მოაწყობენ დისკუსიას და გაარკვევენ, რატომ იყო პოეტი მარტოსული და მიუსაფარი, როგორ გახდა იგი ბინადარი უკვდავების ცისფერი სავანისა. 4. მოსწავლეთა ასაკი: 13-16წწ/VI-Xკლ 5. ვადები: 5 თვე 6. შესაძლო აქტივობები: კვლევა-ძიება, ესსებისა და ჩანახატების გაკეთება, გამოფენის მოწყობა, ექსკურსიის ორგანიზება. 7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოაწყობენ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას, პოეტის ხსოვნის საღამოს, შექმნიან კედლის გაზეთსა და ვიდეო კოლაჟს, მოაწყობენ გამოფენას. მოინახულებენ პოეტის საფლავს. პატივს მიაგებენ შემოქმედ ადამიანს, რომელსაც მე-3 გზის ძიებაში შემოაღამდა წუთისოფლის ეკლიან გზაზე. 8. სარგებელი სხვისთვის:გაეცნობიან ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ღრმად ჩაწვდებიან პოეტის სულის იდუმალებას. 9. სამუშაო ენა: ქართული 10. საგმობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული, ისტორია, რელიგია, მუსიკა, ხელოვნება და ისტ. 11. პროექტის ფასილიტატორი: სიდონია ჟიჟილაშვილი - ქ. თბილისის 32-ე საჯარო სკოლის ინფორმაციული მენეჯერი, ისტ პედაგოგი 12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: sidoniazhizhilashvili@gmail.com 13. პროექტის ვებ-გვერდი: www.cisferishuqi.blogspot.com

No comments:

Post a Comment